როგორც ექსპერტები ამბობენ, სამხრეთ კორეაში გამოვლენილ პაციენტებში ჩატარებულმა ტესტებმა ცრუ დადებითი შედეგი გამოავლინა და არა ხელახალი ინფექცირება.
სამხრეთ კორეის ინფექციური დაავადებების ექსპერტებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტები იყო იმის სავარაუდო მიზეზი, რომ 260-ზე მეტი ადამიანის, ტესტირების პასუხები დადებითი აღმოჩნდა.
ოჰ მიუნგ-დონმა, რომელიც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრალური კლინიკის ხელმძღვანელია, თქვა, რომ კომიტეტის წევრებს არ ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ ამ პაციენტებში შეიძლებოდა ყოფილიყო COVID-19-ის რეინფექცირების შემთხვევები, რაც ვირუსის შეკავებას ბევრად უფრო რთულს გახდიდა.
”ტესტებმა დაადგინა მკვდარი ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა”, – თქვა ოჰ მიუნგ-დონმა, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გაიმართა.
მან ასევე განმარტა, რომ PCR ტესტებში, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტებში, რომელიც გამოიყენება COVID-19 დიაგნოზტირებისთვის, ვირუსის გენეტიკური მასალები გამოიკვეთება, იქნება ეს ცოცხალი ვირუსისგან, ან უბრალოდ მკვდარი ვირუსის უჯრედების ფრაგმენტებიდან, რომლის ორგანიზმიდან გამოსვლას შეიძლება თვეები დასჭირდეს.
მან დასძინა, რომ PCR ტესტებს არ შეუძლიათ გაარჩიონ, არის თუ არა ვირუსი ცოცხალი ან მკვდარი და ამან შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი პასუხი.
ამ კვირის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში – COVID-19-ის 263 შემთხვევაა დაფიქსირებული, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ვირუს-გარეშე გამოცხადდა, მათ შორის 17 არასრულწლოვანია.