anadolu-ს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების გასაპროტესტებლად საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები მათ შორის მუსლიმები, ქრისტიანები და ებრაელები.
მომიტინგეებს ხელში პალესტინის დროშები და ბანერები ეკავათ პალესტინელებისადმი სოლიდარობის გამომხატველი გზავნილებით და მოითხოვდნენ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
მმართველი აფრიკის ეროვნული კონგრესის პარტიის გენერალურმა მდივანმა, ფიკილე მბალულამ და ANC-ის დეპუტატმა, მანდლა მანდელამ, ნელსონ მანდელას შვილიშვილმა, სთხოვეს მთავრობას შეწყვიტოს დიპლომატიური კავშირები ისრაელთან.
მათ ასევე მოითხოვეს, რომ მთავრობამ დახუროს ისრაელის საელჩო პრეტორიაში.
სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებმა 7 ოქტომბერს ისრაელ-პალესტინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ცნობილია, ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად 11 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.