BBC- ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცი აღარ გაიყიდება. შესაბამისი კანონო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.
კანონმდებლობა ძაღლის დაკვლას და ხორცად გაყიდვას 2027 წლიდან აკრძალავს.
როგორც BBC წერს, რამდენიმე წელია უკვე რაც სასადილოები ძაღლის ხორცის გამოყენებას ერიდებიან და მის მოხმარებაზე ახალგაზრდებიც უარს ამბობენ.
კანონის თანახმად, ძაღლების მოხმარების მიზნით მოშენება ან დაკვლა აიკრძალება, ისევე როგორც ძაღლის ხორცის დარიგება ან გაყიდვა. კანონდამრღვევებს კი პატიმრობა ემუქრებათ.