“გუშინ ღამის საათებში, ლანჩხუთის პოლიციის სამართველოს თანამშრომელს, მის მეუღლეს და კიდევ ერთ ქალბატონს (ეს ქალბატონები პედაგოგები არიან სოფელ ჩიბათის სკოლაში) პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს თავს დაესხა 3 პირი დანით (ერთ-ერთის საქმეს იძიებს ან/და იძებდა ეს პოლიციელი).
პოლიციელი და მისი მეუღლე ნაცემია, გადაყვანილი იყო იქვე ხლოს მედალფას კლინიკაში”, _ ამ ინფორმაციას “ერთიანი ნაიციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა სოციალური ქსელით ავრცელებს.
ლანჩხუთის “მედალფას“ კლინიკაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე და მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს მედიისთვის.
რაც შეეხება პოლიციელის მეუღლეს ის ამჟამად კლინიკაში არ გადის სამედიცინო მომსახურეობას და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით შსს პრესსამსახურის უკვე დაუკავშირდა “გურია ნიუსი“ და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.