გურიაში გათოვდა. ზოგს ახალისებს თოვლის მოსვლა, ზოგისთვის კი პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ჩოხატაურში ერთ-ერთი მაღაზიის წინ, მაიკო სიხარულიძის მიერ გაკეთებული თოვლის ბაბუა გამვლელებს ახალისებს და კარგ ხასიათზე აყენებს.
“გავხალისდით, გაიხაროს ამის გამკეთებელმა, თოვლს ნამდვილად უხდება თოვლის ბაბუა, _ ამბობენ გამვლელები.