„ქართულ ოცნებაში“ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
როგორც „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ვაშაძის გაპრეზიდენტება სამოქალაქო ომს გამოიწვევს.
„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. ამაში, ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რევანშისტული განწყობა და ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, მერაბიშვილი და გამოიყვანოს ახალაია.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ“, _ განაცხადა ფოფხაძემ.
ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74%; ხოლო დავით ბაქრაძემ _ 10.97 %, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.