ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, აქტივისტ ნიკა ლაცაბიძეს ოთხი პირი თავს დაეხა.
ადვოკატმა “გურია ნიუსს” უთხრა, რომ შემთხვევა სასამართლოსთან მოხდა.
“ამჟამად კლინიკა “ვივამედში” ვიმყოფებით. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად დასაწყებია”,_ ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.
ადვოკატის თქმითვე, გუშინ თავს დაესხნენ მის დაცვის ქვეშ მყოფ დავით თოფურიძესაც.
მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.


































































