“სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, CENN-ის მხარდაჭერით და “საქართველოს ეროკლუბებთან” პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს “სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა მდინარეების დაბინძურების შემცირებისთვის ოზურგეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში”. პროექტის მიზანია ახალგაზრდების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი აქტივობების გახორციელება, რომლებიც მიმართულია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებაზე. კერძოდ, გარემოს დაბინძურების შეჩერებისკენ და ნარჩენების მდინარეებში განთავსების კულტურის აღმოფხვრისკენ. პროექტის ფარგლებში ოზურგეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგკურსი კლიმატის ცვლილების, მისი გამომწვევი მიზეზების, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებებისა და მასთან ეფექტიანი ადაპტაციის მიმართულებით. ტრენინგები ასევე მოიცავდა წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, განახლებადი ენერგიებისა და ენერგო ეფექტურობის თემებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამბროლაურელი და ოზურგეთელი ახალგაზრდების მიერ საინფორმაციო კამპანია თავიანთი თანატოლებისთვის ცნობიერების ასამაღლებლად საყოფაცხოვრებო/სამეურნეო ნარჩენების მართვასა და მდინარეების დაბინძურების პრევენციასთან დაკავშირებით. პროექტის შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდების მიერ გახორციელდება თავიანთი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მდინარეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაციფრულება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. საკონტაქტო პირები: ოზურგეთი: თეონა სადრაძე: 551 38 34 34 ამბროლაური: ეთერი ჭელიძე: 595 06 86 39 |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved