“სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, CENN-ის მხარდაჭერით და “საქართველოს ეროკლუბებთან” პარტნიორობით ახორციელებს პროექტს “სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა მდინარეების დაბინძურების შემცირებისთვის ოზურგეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში”.
პროექტის გახორციელების მეორე ეტაპზე ჩვენი პარტნიორი დანიური ორგანიზაციის “Lommefilm” დახმარებით ოზურგეთისა და ამბროლაურის ახალგაზრდული ჯგუფების წევრებისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი ვიდეორგოლების მომზადების თემატიკაზე. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა მოახდინეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებულ მდინარეებზე გასვლები, მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მდინარის ხეობების ვიდეოგადაღება და შესაბამისი ვიდეო რგოლების მომზადება. საერთო ჯამში მომზადდა 20 ვიდეორგოლი და მათი ნახვა შესაძლებელია ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/OZURGETISYC/ პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა სლოგანების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ საჩუქრად მაღაზია “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ვაუჩერები გადაეცათ. გამარჯვებული სლოგანებია: ოზურგეთი: ნინი მეგრელაძე, სლოგანი: “შენი ყოველი დაუფიქრებელი ნაბიჯი დინებას ბოლოს მაინც შენთან მოაქვს!”. თამარი ჯიმშიაშვილი, სლოგანი: “ნარჩენები სანაგვე ყუთებისთვისაა და არა მდინარეებისთვის”. თამარი ტრაპაიძე, სლოგანი: “არ იყო ნაწილი განადგურების, იყავი ნაწილი შენარჩუნების”. ამბროლაური: საბა გოგილიძე, სლოგანი: “ჯანმრთელი მდინარე – ბედნიერი პლანეტა”. სალომე აბუთიძე, სლოგანი: “დაიცავი დედამიწა – დაიცავი შენი მომავალი”. ელენე გველეთიანი, სლოგანი: “ნუ გაატარებ ცხოვრებას უქმად, ამყოფე დედა ბუნება სუფთად”. პროექტის ფარგლებში დამზადდება საინფორმაციო აბრები, რომლებიც დამონტაჟდება ოზურგეთისა და ამბროლაურის მდინარეების მიმდებარედ. აბრებზე განთავსდება გამარჯვებული სლოგანი და დაიტანება QR კოდი, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება იხილოს კონკრეტული მდინარისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან და ჭიათურელთა კავშირთან თანამშრომლობით. საკონტაქტო პირები: ოზურგეთი, თეონა სადრაძე: 551 38 34 34; ამბროლაური,ეთერი ჭელიძე: 595 06 86 39. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved