“სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ.
“როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.
მივმართავთ ყოველ მსხვერპლს – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა კონფიდენციალურად დამუშავდება, თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით.
თუ თქვენ განიცადეთ ან გახდით მოწმე ადამიანის უფლებათა დარღვევის, გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმა:
ან მოგვწეროთ მეილზე: Evidence@gyla.ge
ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.
ეს მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით, გამოყენებული იქნება:
დოკუმენტირების მასშტაბის შესასწავლად;
საქმეების მოსამზადებლად:
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში:
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვისთვის”,_ ნათქვამია საია-ს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.