ანამედროვე ასტრონომისა და ფიზიკოსისათვის “ერთ ადგილზე დგომის” ცნება არ არსებობს. მოძრაობა და უძრაობა შეფარდებითი ცნებებია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მნიშვნელობა ეძლევათ მხოლოდ მაშინ, როცა მოძრაობას ან უძრაობას ვიხილავთ რაიმესთან შეფარდებაში.
ოდესღაც ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სამყაროში არსებობდა “რაღაც ისეთი, ” რაც შეიძლება უძრავად ჩაგვეთვალა . ძველად ასეთ საგნად თვლიდნენ დედამიწას, კოპერნიკის დროში მზეს, მაგრამ მალე სახელგანთქმულმა გალილეიმ დაამტკიცა, რომ არავითარი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, თითქოს მზე, ან რომელიმე სხვა სხეული სამყაროში “ერთ ადგილას ” დგას.
თუ რომელიმე სხეული უძრავია მზის მიმართ, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, თითქოს იგი ერთ ადგილას იდგეს, რადგან თვით მზეც მოძრავია. ბევრი მეცნიერი სვამდა კითხვას, – ცნობილია თუ არა სამყაროს ორი ან მეტი აბსოლუტურად უძრავი სხეული? მაგრამ ფაქტები ადასტურებდა, რომ ორი სხეული გარკვეულ მომენტში ერთმანეთის მიმართ უძრავი რომ ყოფილიყო, მათი ურთიერთმიზიდულობის ძალა აიძულებდა მათ ამოძრავებულიყვნენ.