ოფისში, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს, შეიძლება მოულოდნელად შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა: მშრალი თვალების სინდრომი, ზურგისა და კისრის ტკივილი, ალერგია და ა.შ.
ამ პრობლემებს იწვევს ე.წ. ოფისის “ხაფანგები”. მშრალი თვალის სინდრომით ავადდება ოფისის თითქმის ყოველი მეორე თანამშრომელი, რომლის მთავარი პროვოკატორი კომპიუტერია. შეადარეთ: ჩვეულებრივ თქვენ თვალებს ახამხამებთ წუთში 20-ჯერ, რომლის დროსაც რქოვანა კარგად ტენიანდება. კომპიუტერთან მუშაობისას კი, საათობით მისჩერებიხართ ეკრანს, თვალებს ახამხამებთ წუთში 2-3-ჯერ. შედეგად – თანდათან თავს იჩენს მშრალი თვალის სინდრომი და სხვადასხვა სიმპტომი, თვალების წვა, სინათლის შიში, ქავილი, გაწითლება,
სწრაფად დაღლა, თვალებში სილის შეგრძნება…
ამ სიმპტომების შეგრძნებისთანავე მიმართეთ ოფთალმოლოგს, იმკურნალეთ და დაიცავით მისი ყოველი რეკომენდაცია.
საათში ერთხელ შეისვენეთ, ადექით და გაიხედეთ ფანჯარაში შორს მანძილზე, რამდენჯერმე დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ თვალები.
კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად ახამხამეთ თვალები, ასე დაიცავთ მათ სიმშრალისაგან.
თვალებმა რომ მიიღონ საკმარისი სისველე, სვით დღეში არანაკლებ 1,5 ლ წყალი
ოფისში მომუშავეებს ხშირად აწუხებთ ზურგისა და კისრის ტკივილი, ამ მდგომარეობას სპეციალისტებმა “ოფისური ზურგი” უწოდეს.
რადგან კომპიუტერთან მუშაობის პერიოდში გავიწყდებათ წელში გამართულად ჯდომა, დიდხანს გიწევთ ერთსა და იმავე პოზაში ყოფნა, წინ იხრებით – ამ დროს ხერხემალს აქვს არაბუნებრივი მდებარეობა, იჭყლიტება ხერხემლის ნერვები, რაც ტკივილს იწვევს. ამ პრობლემამ რომ არ შეგაწუხოთ:
საჭიროა საათში ერთხელ ადგეთ სკამიდან, გაიმართეთ წელში, ხელები ასწიეთ მაღლა, ან მიეყრდენით კედელს, ფეხები ერთად დადგით და ნელ-ნელა ჩაჯექით გამართული წელით ისე, რომ ქუსლები არ ასწიოთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 5-6-ჯერ.
ხელები რომ არ დაგეღალოთ, სამუშაო მაგიდაზე ხელები თავისუფლად უნდა თავსდებოდეს, კომპიუტერის “თაგვისთვის” შეარჩიეთ ხაოიანი “ხალიჩა”.
საათში ერთხელ დაასვენეთ ხელები, რამდენჯერმე შეკუმშეთ და გაშალეთ თითები.
ალერგიას, სურდოს იწვევს ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ჰაერში კონდიციონერიდან, პრინტერიდან და სხვა ტექნიკიდან ხვდება. ალერგიის დროს მიმართეთ ალერგოლოგს.
ინფექციით რომ არ დაავადდეთ, ხშირად დაიბანეთ ხელები, გაწმინდეთ მაგიდა და პირადი ნივთები.
ავტორი