საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კელიების მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვა არ გაუციათ.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.
საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.”,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


































































