U 10 2012- იანებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ვლადიმერ შელიას ხსოვნის ტრადიციულმა ტურნირმა გამარჯვებული გამოავლინა.
5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თამაშები ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე. ტურნირის ფავორიტ გუნდად მიიჩნეოდა სამტრედიის ,,სამტრედია”. მთავარი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი, მწვრთნელები ოთიკო ზაქარეიშვილი, მიხეილ ბანძავა, გიგა ხურცილავა.
დღეს გამართულ საფინალო თამაშში ,,სამტრედიამ” ქუთაისის ,,ტორპედო” დაამარცხა.
,,ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დამთავრდა. პენალტების სერიაში უფრო ზუსტნი სამტრედიელი ფეხბურთელები იყვნენ. ხუთი ზუსტი დარტმა შევასრულეთ, ქუთაისელებმა ერთი გააცუდეს. 5:4, ამ შედეგით ,,სამტრედია ” ტურნირის ჩემპიონი გახდა,”– განაცხადა ,, გურია ნიუსთან ” კომენტარში ,,სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა ლერი მეგენეიშვილმა.
ავტორი