U 10 2012- იანებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ვოვა შელიას ხსოვნის ტურნირის მორიგი გათამაშება დღეს ისევ ,,სამტრედიას” გამარჯვებით დასრულდა.
სამტრედიის გუნდმა ქუთაისის ,,მართვე” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
,, თამაში თავიდანვე უპირატესობით დავიწყეთ. შეხვედრის მეორე წუთზე გავიტანეთ პირველი გოლი, რომელსაც მალევე მოჰყვა მეორე და პირველი ტაიმი ანგარიშით ორით ნული დავამთავრეთ.
მეორე ტაიმში რიტმი და თამაშის ხარისხი არ დაგვიგდია და ქუთაისის ,,მართვე” მშრალი ანგარიშით, 4: 0 დავამარცხეთ. ხვალ, ნახევარ ფინალში, ვეთამაშებით სამტრედიის ,,ლოკომოტივს” და ჩვენს შორის გამარჯვებული გადავა ფინალში“. -,, გურია ნიუსთან ” კომენტარში განაცხადა სამტრედიის ,,სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა, ლერი მეგენეიშვილმა.
ავტორი