დღეს სამტრედიის ,,სამტრედიამ” ეროვნულ ლიგა ერთში გადასასვლელი პლეიოფის მატჩი გამართა ბოლნისის ,,სიონთან”.
შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შედგა, რომელიც მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბოლნისელთა კარში გოლი გაიტანა ვარლამ კილასონიამ.
ეს იყო სამტრედიაში გამართული პლეიოფის პირველი მატჩი, ხოლო მეორე მატჩი ბოლნისში შედგება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა ეროვნულ ლიგა ერთში ამ ორიდან რომელი გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას.
ავტორი