ამ დღეებში კიდევ ერთი კარგი ქართველი კაცის სიცოცხლე დასრულდა.
თბილისის ნიუ- ჰოსპიტალში, გულის მწვავე უკმარისობით, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა მერაბ სტურუა, რომელსაც, მეორე დღეა, მთელი სამტრედია გლოვობს.
მერაბ სტურუა 2000-2004 წლებში სამტრედიის რაიონის გამგებელი იყო, განსაკუთრებით იმ წლებში მან საზოგადოების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მერაბ სტურუამ სამტრედიის რკინიგზის მეცამეტე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ასევე წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ინჟინერ- მშენებლის კვალიფიკაციით. იგი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სამსახურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის იყო იმერეთი- რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის რეგიონალური კონტროლის პალატის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს რკინიგზის დასავლეთის ელექტრო- სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინერად მუშაობდა.
მერაბ სტურუას გარდაცვალებამ სამტრედიის მოსახლეობაში საყოველთაო გულისტკივილი გამოიწვია, რაზეც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ასობით გამოსამშვიდობებელი პოსტი მეტყველებს. მერაბ სტურუას დარჩა მეუღლე ნატალია ზახაროვა, შვილები: გიორგი და დიდიმ სტურუები. მერაბ სტურუას ოჯახის წევრები, ახლობლები, დიდი სამეგობრო, უკანასკნელ გზაზე შაბათს, 19 თებერვალს, თბილისის, ვაკე- საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიიდან გააცილებენ.
[sexy_author_bio]