სამტრედიის #11 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ ქ.ც-მ თავი ჩამოიხრჩო.
როგორც გვითხრეს, გოგონამ თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო:
“არავის ვადანაშაულებ იმაში, რომ ნაბიჯს ვდგამ. უბრალოდ, მაინტერესებს როგორი ცხოვრებაა იმ ქვეყნად და ამიტომ ვიკლავ თავს”, _ წერია წერილში.
როგორც გვითხრეს, არასრულწლოანი გოგონა, ბებია-ბაბუასთან, სამტრედიაში იზრდებოდა. მისი შმობლები საზღვარგარეთ მუშაობდნენ.
ქ.ც. ხშირად იყო ჩოხატაურში, სოფელ წიფნარში, სადაც დედის დედა ცხოვრობდა.
მას, მეზობლები მშვიდ და ნიჭიერ გოგონად ასახელებენ და მომხდარით გაოცებას ვერ მალავენ.
17 წლის გოგონას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.