სამტრედიაში 69 წლის კაცს ეძებენ.
როგორც “გურია ნიუსს” დაკარგულის, მალხაზ სხვიტარიძის შვილმა განუცხადა, მამამისი სახლიდან გუშინ, 5 სექტემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახს შემდეგ ნომერზე: 557 402 503.
“გურია ნიუსი” დაკარგული მამაკაცის ფოტოს ოჯახის წევრების ნებართვით ავრცელებს.