დღეს, სამტრედიაში, 7×7 ფეხბურთში საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატის, „მასტერ ლიგის“ გათამაშება იწყება.
თამაშები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტის – მასტერ ლიგის პირველი, მატჩი, დიდ ჯიხაიშში გაიმართა.
ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებია ჩართული, მთელი საქართველოს მასშტაბით კი, დაახლოებით, 544 გუნდი მიიღებს.
გასული წლისგან განსხვავებით, პროექტი წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური იქნება და მასში 64 მუნიციპალიტეტის 12 ათასამდე წარმომადგენელი ჩაერთვება.
პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს, მიზნად კი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს.