საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები 12 საათზე დაიწყო. ქალაქის ტერიტორიაზე, ,,მომავლის პარკში ” მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევართა გამოფენა – გაყიდვა. გაიმართა სპორტული ღონისძიებები: ტურნირი ჭადრაკში, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში. ორთაბრძოლები მიმდინარეობს, გამარჯვებული დღის მეორე ნახევარში გამოვლინდებიან. ღონისძიების ორგანიზატორია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის კულტურის და სპორტის სამსახური. 15 საათზე ილორის ტერიტორიაზე გაიმართება ტრადიციული დოღი.
ავტორი