ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით სულ 679 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 121-ს შეადგენს.


































































