ბოლო მონაცემებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. კორონავირუსი ამ დღეებში დაუდასტურდა 11 სამტრედიელ მოსწავლეს, 2 პედაგოგს და ერთი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. ექვსი სკოლის თერთმეტი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ეს ინფორმაცია ,, გურია ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა დაადასტურა.
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 37 საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაში პედაგოგთა 42% ია ვაქცინირებული. მიუხედავად ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მითითებული რეკომენდაციებისა სამტრედიის 6 საჯარო სკოლის 11 მოსწავლეს უდასტურდებათ კოვიდი, რის საფუძველზეც სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით , აღნიშნული საჯარო სკოლის ცალკეული კლასები გადავიდა დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე”.
[sexy_author_bio]