ცოტა ხნის წინ, ავარია მოხდა სამტრედიაში, სოფელ დაფნართან.
თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა. ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.



































































