დღეს სამტრედიაში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, რადგან მათი ოჯახის წევრს, ქალბატონს ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა კოვიდ-19 და ამჟამად იგი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
,,თვითიზოლაციაში მყოფი ოჯახის წევრებს გუშინ განმეორებით ავუღეთ ბიოლოგიური ნიმუშები, საიდანაც დადებითი პასუხები მოვიდა. ვინაიდან უსიმპტომოები არიან, დავტოვეთ ბინაზე სამკურნალოდ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს შემთხვევაც ბათუმის კლასტერს უკავშირდება,”_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს.