ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 4 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ განუცხადა.
თევზაძის ინფორმაციით, სამტრედიაში სულ 3 378 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 095 გამოჯანმრთელებულია. თვითიზოლაციაში 89 პირი იმყოფება. დაფიქსირდა გარდაცვალების 35 ფაქტი. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ყველა საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, არის წერტილოვანი შეზღუდვები, ის კლასები, სადაც მასწავლებელს ან მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დროებით იზოლაციაში გადასული. ამ ინფორმაციას გვიდასტურებს სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.