ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით დაავადებული 18 პირი გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2868 შეადგინა. აქედან გამოჯანმრთელებულია 2175 მოქალაქე. 294 სამტრედიელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
სამწუხაროდ, კორონავირუსით 30 პირია გარდაცვლილი. ეს ინფორმაცია დღეს ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.



































































