სამტრედიაში კოვიდ ინფექციის დადებითი მაჩვენებელი იზრდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის ამბულუტორიული ცენტრის კოვიდ ლაბორატორიას გამოკვლევის მიზნით მიმართა 731- მა პაციენტმა. აქედან დადებითი შემთხვევა 248 მოქალაქეს დაუდასტურდა.
,,პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი. მათ აღენიშნებათ მსუბუქი რესპირატორული ჩივილები. ინფიცირებულ პაციენტებს ოჯახის ექიმები ონლაინ მართავენ. იშვიათი გვაქვს სტაციონარში გადაყვანის შემთხვევები. საბედნიეროდ, სანტრედიაში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა” – ,, განაცხადა “გურია ნიუსთან” ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის ამბულუტორიული ცენტრის კოვიდ კაბინეტის ლაბორანტმა, ნათია ნადირაძემ.
ავტორი