სამტრედიაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.































































