ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, სოფელ დიდ ჯიხაიშში მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა.
წყაროს თქმით, ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.