დღეიდან, 19 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-9 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე სრულად გადავიდა. მიზეზი 2 პედაგოგისა და 15-მდე მოსწავლის კოვიდით დაინფიცირება აღმოჩნდა.
ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” მე-9 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლალი ჭანტურიამ თავად დაუდასტურა.
სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობის განმარტებით, მუნიციპალიტეტის 34 საჯარო და 2 კერძო სკოლა დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში სწავლება სხვადასხვა კლასებში, ნაწილში _ ონლაინ, ნაწილში დასწრებით მიმდინარეობს.
ვინაიდან კოვიდით დაინფიცირების შემთხვევები მზარდია, არ გამორიცხავენ, რომ სამტრედიაში სხვა სკოლებიც დაიხუროს.
[sexy_author_bio]