ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ სამტრედიაში დაკარგულ 72 წლის მამაკაცს.
შეგახსენებთ, კონსტანტინე არველაძე სახლიდან (სოფელ ჭაგნიდან) 26 თებერვალს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო მამაკაცი.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.
“გურია ნიუსი” კოსტანტინე არველაძის ფოტოს ოჯახის წევრების ნებართვით ავრცელებს.

































































