დღეს სამტრედიაში 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. 23-ე, 27-ე და 48- ე საარჩევნო უბნებზე, დადგენილი წესით, დილის 7 საათზე, ყველა პროცედურა დაუბრკოლებრივ განხორციელდა.
8 საათზე სამივე უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. დილის რვა საათსა და პირველ წუთზე პირველი ამომრჩეველი 27- ე უბანზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის სამივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ,, აქტივობა კარგია. დღის 12 საათისთვის 23- ე უბანზე ხმის მისაცემად 162 ამომრჩეველი დაფიქსირდა, 27-ზე -142 ამომრჩეველი, 48- ზე- 140- ია დაფიქსირებული.
ამ დროისთვის არცერთი უბნიდან არ შემოსულა საჩივარი, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ. სამტრედიაში, მეორე ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მონაწილეობს. ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ალექსანდრე კოხრეიძემ და ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან” პაატა კოხრეიძემ პირველ ტურში ვერ მიიღეს 40+ მეტი პროცენტული მაჩვენებელი ამომრჩეველთა ხმების.
[sexy_author_bio]