ცოტა ხნის წინ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბანიდან მოქალაქე დაგვიკაშირდა, რომელიც დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სოფელში რთული ვითარებაა… ტექნიკა, რომელიც სამტრედიიდან გუშინ წამოვიდა, ჯერ კიდევ არაა მისული. “სახლი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაინგრეს. მეწყრული ზონაა.
სოფელში ვართ ჩარჩენილი. ტექნიკა წამოსულია სამტრედიიდან, მაგრამ ტრაქტორი ფიზიკურად ვერ ამოვიდა. ვერ გადავდივართ მეზობლებში. იქნებ, მეორე დაახმარონ იმ ტრაქტორს. თოვლი ორ მეტრამდეა.
გვიშველეთ… როგორმე, იქნებ ამ სოფელში ამოვიდეს ტრაქტორი. ელექტრო ენერგია გვქონდა, მაგრამ ორი საათია , გაითიშა. გაზი და წყალი საბედნიეროდ, გვაქვს”,- ამბობს მოქალაქე.
ჩვენ დავუკავშირდით სამტრედიის მერიას, სადაც გვაცნობეს, რომ აღნიშნულ საკითხზე სრულად ფლობენ ინფორმაციას. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. თუმცა, მაღალმთიან სოფლებში რთული რელიეფის გამო, დამატებითი ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პრობლემის დროული მოგვარებისთვის.
“გურია ნიუსი” თემას კვლავ დაუბრუნდება