სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო,-ამის შესახებ “გურია ნიუსს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა – ერთმანეთს, სავარაუდოდ, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.