ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ სამტრედიაში დაკარგულ 72 წლის, კონსტანტინე არველაძეს. “სამწუხაროდ, სიახლე არაფერია…. ისევ ვეძებთ”,-განუცხადა “გურია ნიუსს” დაკარგული მამაკაცის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.
შეგახსენებთ, კონსტანტინე არველაძე სახლიდან(სოფელ ჭაგანიდან) 26 თებერვალს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო მამაკაცი.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცს დემენცია აქვს.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.