იანეთის 23-ე და 48- ე, ასევე ბაშის 27- ე საარჩევნო უბნებზე, მეორე ტურში მონაწილე კანდიდატების, ალექსანდრე და პაატა კოხრეიძეების, მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატმა ალექსანდრე კოხრეიძემ სამ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველის 566 ხმა მიიღო, რაც პროცენტულად 43, 11-ია. რაც შეეხება ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატს, პაატა კოხრეიძეს, სამ უბანზე 747 ხმა დაუფიქსირდა, რაც მოსულ ამომრჩევლთა საერთო რაოდენობის 56, 89 პროცენტია.
ზემოთ აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, იანეთი- ბაშის საარჩევნო უბანზე ,, ოცნების” კანდიდატმა, პაატა კოხრეიძემ გაიმარჯვა. ეს ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ მიაწოდა. ცნობისთვის, 54- ე სამტრედიის ოლქში, 11- ვე მაჟორიტარულ ოლქში ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
[sexy_author_bio]