ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სოფელ ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოყვარულთა თასის მუნიციპალური ტურნირის ფინალი ჩატარდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს სოფლების, ბაშისა და იანეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში იანეთის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი ბაჯო კანდელაკმა გაიტანა.
ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იყო ჩართული. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას რეგიონულ თამაშებში მიიღებს.
ტურნირს კოორდინაციას სამტრედიელი ვეტერანი ფეხბურთელი, დავით თვალაბეიშვილი უწევდა. ფინალურ მატჩს მუნიციპალიტეტის მერი,დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დავით ბახტაძემ გამარჯვებული გუნდს თასი გადასცა და მომავალ ასპარეზობაში წარმატებები უსურვა.
ავტორი