21 თებერვლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დასწრებითი სწავლების მოდელზე გადავიდა. აქამდე რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლა სრული დისტანციური სწავლების მოდელზე იმყოფებოდა.
,, გურია ნიუსთან ” კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, თინათინ ხარძიანი 21 თებერვლის მდგომარეობით სკოლებში არსებულ ვითარებას გვაცნობს:
“21 თებერვლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა – დაბა კულაშის სოფლების ბაშის, კორმაღლის, ჭაგნისა და ჭოგნარის საჯარო სკოლები დაუბრუნდა სასწავლო პროცესს დასწრებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით სამტრედიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უსაფრთო გარემოში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი”, _ გვითხრა ხარძიანმა.