სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ დღეს მერიაში სახელმწიფო გრანტის მფლობელ სამტრედიელ პირველკურსელებს უმასპინძლა.
შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო დარბაზში გაიმართა.
ვალერი ფოცხვერიამ სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს და წარმატებული სტუდენტობა მიულოცა.
ახალი გზის დასაწყისი დაულოცეს პირველკურსელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა, მერის მოადგილემ, დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ალექსანდრე თევზაძემ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო გრანტით დაფინანსებულ ახალგაზრდებს სიმბოლურ საჩუქრად წიგნები გადასცა. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან 246 ახალგაზრდა გახდა პირველი კურსის სტუდენტი. აქედან, 43 გრანტის მფლობელი. 7 ასპროცენტიანი, 9 _ სამოცდაათ პროცენტიანი, 27_ ორმოცდაათ პროცენტიანი.