დღეს სამტრედიაში სტარტი აიღო ანზორ მაჩიტიძის მემორიალმა.
წარსულში ცნობილი ჭადრაკის მწვრთნელ- მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი უკვე მეექვსე წელია, რაც იმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტში. წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა ანზორ მაჩიტიძის მემორიალმა, რომელშიც 4 რეგიონის 16 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა მონაწილეობს. 8- დან 10 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ღია ტურნირში 184 მონაწილეა დარეგისტრირებული.
თამაშები დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. მემორიალის საზეიმო დახურვა კვირას, 16 ოქტომბერს გაიმართება.
ინფორმაციისთვის, მემორიალი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით იმართება. მემორიალის მსვლელობაში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს ანზორ მაჩიტიძის ოჯახი, ქალიშვილი, ასევე ჭადრაკის მწვრთნელ-მასწავლებელი, მაკა მაჩიტიძე.
ავტორი