სამტრედიაში სტარტი აიღო ცნობილი სამტრედიელის და სახელოვანი მოჭადრაკის, ვაჟა ტერელაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირმა.
ტურნირმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და პანდემიის შემდეგ, წელს მეორედ გაიმართა. ასპარეზობა 11 ტურად ჩატარდა და მასში 12 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კომპლექსური სპორტული სკოლის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარემ, კობა ძიძიგურმა და მწვრთნელმა, ბესარიონ ლეჟავამ. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდნენ ვაჟა ტერელაძის შვილიშვილები, მარიამ თევზაძე და თამაზ ლომინაძე.
ტურნირმა უკვე გამოავლინა გამარჯვებულები.
პირველი ადგილი დამსახურებულად ერგო მარიამ თევზაძეს, მეორე ადგილზე გავიდა ბესარიონ ლეჟავა, ხოლო მესამე ადგილი თამაზ ლომინაძემ დაიკავა.
გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებულ პრიზებთან ერთად თასი და სიგელები გადაეცა.
სპეციალური პრიზით დასაჩუქრდა ყველაზე კარგი შედეგის მქონე ყველაზე პატარა მონაწილე, ანა ბელთაძე.
ავტორი