სამტრედიელი გურამ შენგელია სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.
17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.
ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.