თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ძიუდოში ვეტერანთა შორის. პრესტიჟულ შეჯიბრებაში დიდი წარმატებით გამოვიდა ცაგერის მუნიციპალიტეტის გუნდი (ხელმძღვანელი , სასპორტო სკოლის დირექტორი კობა ქომეთიანი).
100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ცაგერის გუნდის სახელით ზედიზედ მეორედ გახდა ბუხუტი ნიკურაძე, 80 კილოგრამ წონაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ცაგერის სასპორტო სკოლის მწვრთნელმა ივანე ქურასბედიანმა, ხოლო მძიმე წონაში სპორტული სკოლის წარმომადგენელი ირაკლი ხაბულიანი მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
წარმოშობით სამტრედიელი ბუხუტი ნიკურაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილეა. მან მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული ვეტერანთა შორის.
ავტორი