თბილისში, ვეტერანებში, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ჭიდაობაში.
წარმოშობით სამტრედიელმა ბუხუტი ნიკურაძემ ვაზარით სძლია ქუთაისელ მალხაზ სამსონიას და გახდა საქართველოს ჩემპიონი და ვეტერანებში ოქროს პრიზიორი.
ბუხუტი ნიკურაძე 6 ივნისს მიწვეულია სლოვაკეთში, საასპარეზოდ, სადაც გაიმართება ევროპის ჩემპიონატი. ხოლო ამის შემდეგ სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება დუბაიში, კერძოდ აბუ დაბიში.
ბუხუტი ნიკურაძე 16 წლიდან ჭიდაობს, არის სხვდასხვა რეგიონების მასშტაბით პირველი, მეორე ადგილის მფობელი; ოქროს, ვერცხლის პრიზიორი, მედალოსანი; იღებდა მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ჩემპიონატებში; ვეტრანებში არის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი. ამჟამად კი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 46 წლის ბუხუტი ნიკურაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
ავტორი