დეა მინაშვილიც ერთ-ერთია იმ ახალგაზრდათა შორის, ვინც წელს ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და 100% დაფინანსება მიიღო.
დეამ თბილისის 32-ე საჯარო სკოლა დაამთავრა წარჩინებით და ახლა სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს პროგრამით დიპლომირებული მედიკოსი.
დეას მშობლები სამტრედიიდან არიან და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ოჯახი თბილისში ცხოვრობს, ძალიან უყვართ მშობლიური კუთხე.