სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-11 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ელენე კიწმარიშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამტრედიელმა მოსწავლემ, ელენე კიწმარიშვილმა უმაღლესი შეფასება და პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით, რასაც წინ პირველ და მეორე ტურებში გამარჯვება უძღოდა.
ამ ამბავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ელენეს დედის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის, თათია შუბლაძის ემოციური პოსტი გამოქვეყნდა,სადაც ბედნიერი მშობელი სახელოვან შვილს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებას სახალხოდ ულოცავს.
,,ეს იყო ბოლო და ღირსეული ნაბიჯი სასკოლო ცხოვრებაში.”– წერს თათია შუბლაძე.