2024 წლის 7 აპრილს ურეკში ჩატარდა ნიკოლოზ სარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 55 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული და I ადგილის მფლობელი გახდა ეწერის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლექსო ნათენაძე.
სკოლის თვითმმართველობამ, დირექციამ და პედაგოგებმა შეხვედრა მოუწყვეს ნორჩ ფალავანს, გამარჯვება მიულოცეს ლექსოს, მომავალში კიდევ ბევრი ჩემპიონობა და წარმატება უსურვეს სკოლისა და საქართველოს სასახელოდ.
ავტორი