სამტრედიელი ლიკა შენგელია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.
ლიკა სამტრედიის მეთორთმეტე საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია.
,,პირველი კლასიდან წარჩინებით სწავლობდა. მე ვიყავი მისი მასწავლებელი სკოლაში და აბიტურიენტობისას მე შევთავაზე ლიტერატურა ჩაებარებინა და სწორედ ლიტერატურით აიღო გრანტი. ყველა საგანში კარგი მოსწავლე იყო. ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60- დან 54 ქულა მიიღო, ინგლისურ ენაში 70- დან 70 ქულა, ისტორიაში 51 ქულა, ლიტერატურაში -60 ქულა და ჩაირიცხა წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით. სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით ვულოცავ ლიკას ამ წარმატებას. მეთორმეტე საჯარო სკოლა ამაყია მისით,”_ განაცხადა ლიკა შენგელიას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლია ნიკურაძემ.