სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეცხრე საჯარო სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებული მარი მაქაცარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსებაც მიიღო.
მარი მაქაცარიამ ეროვნულ გამოცდებში თითქმის მაქსიმალური ქულები აიღო, რამაც მისი სრული სახელმწიფო დაფინანსება განაპირობა.